დავით ზალკალიანი კურტ ვოლკერს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მაკკეინის ლიდერთა საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს და ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურ წარმომადგენელს უკრაინის საკითხებში, კურტ ვოლკერს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებული თბილისის საერთაშორისო კონფერენციის - „მსოფლიო თავდაყირა 2018“ - ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე.

განხილული იყო საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა. კერძოდ, საუბარი შეეხო ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში არსებულ პრიორიტეტებს, ისევე როგორც ნატო-ს ბრიუსელის სამიტის შედეგებსა და სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის პროცესს. ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან - თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

მაღალი შეფასება მიეცა მაკკეინის ინსტიტუტის თანაორგანიზებით თბილისში მიმდინარე ყოველწლიურ კონფერენციას, რომელიც რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ პოლიტიკურ და უსაფრთხოების გარემოზე სამსჯელოდ ტრადიციულ პლატფორმად იქცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა