გიორგი ქობულია - ჩვენი თანამშრომლობა EBRD-თან გაგრძელდება და ის კიდევ უფრო მეტ შედეგს მოიტანს

ჩვენი თანამშრომლობა EBRD-თან გაგრძელდება და ის კიდევ უფრო მეტ შედეგს მოიტანს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერასთან პირველი ოფიციალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მიგვაჩნია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) საქართველოში ძალიან გამართული და ძლიერი საკრედიტო პორტფელი აქვს. აღნიშნული ბანკი ძალიან მაღალი პრიორიტეტის საკითხებში სხვადასხვა დარგში გვიწევს მნიშვნელოვან დახმარებას. ჩვენი თანამშრომლობა EBRD-თან გაგრძელდება და მოიტანს კიდევ უფრო მეტ შედეგს“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ქობულიას განცხადებით, შეხვედრა ბრუნო ბალვანერასთან იყო ძალიან პროდუქტიული, რომლის დროსაც განხილული იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტები საქართველოში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო