პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან სარალიძისა და მაჩალიკაშვილის მხარდამჭერების მიერ მიტანილი კარავი გაიტანა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერების მიერ მიტანილი კარავი პოლიციამ გაიტანა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აქციაზე მყოფმა თეონა ჭალიძემ განუცხადა. მისი თქმით, კარავი პოლიციამ ადგილიდან „გაიტაცა, მოიპარა“.

რაც შეეხება ზაზა სარალიძეს, ის აქციაზე შეუძლოდ გახდა და ცოტა ხნის წინ სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე რჩებიან აქციის მონაწილეები.