გიორგი მარგველაშვილი - თბილისის საერთაშორისო კონფერენცია მნიშვნელოვან საფუძველს უყრის რეგიონის მომავალ სტაბილურობას, დაცულობასა და კეთილდღეობას

საქართველოს პრეზიდენტის სახელით, პრეზიდენტის სასახლეში, თბილისის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებისათვის მიღება გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა კონფერენციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს სტუმრობისათვის და აღნიშნა, რომ თბილისის საერთაშორისო კონფერენცია მნიშვნელოვან საფუძველს უყრის რეგიონის მომავალ სტაბილურობას, დაცულობასა და კეთილდღეობას.

"მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო მაკკეინის ინსტიტუტს საქართველოში, ამ ღონისძიების დაგეგმისა და განხორციელებისათვის. ასევე გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და პატივს მივაგებ საქართველოს ეროვნული გმირის, სენატორ მაკკეინის ხსოვნას. მან ძალიან ბევრი გააკეთა როგორც საქართველოსთვის, ასევე მსოფლიოსათვის. სენატორი მაკკეინი აერთიანებს ყველაფერს, რაც ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში გვიყვარს და რატომაც გვსურს მასთან მჭიდრო კავშირი. ის იყო საერთო ღირებულებების ერთგული ადამიანი და გააჩნდა ძალა, რომ ამ ღირებულებებისთვის ემსახურა. როგორც წესი, როცა ადამიანები კვდებიან სიცარიელე წარმოიქმნება, მაგრამ სენატორ მაკკეინის სიკვდილმა შექმნა ახალი გზა, რომელსაც ჩვენ მომავალში გავაგრძელებთ”, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა