ექიმის ინფორმაციით, ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ჯერჯერობით კლინიკაში რჩება

ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ მომენტისთვის დამაკმაყოფილებელია, - ამის შესახებ „ინგოროყვას კლინიკის“ ექიმმა რეანიმატოლოგმა გიორგი გაფრინდაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, სარალიძეს დამატებითი კვლევები უნდა ჩაუტარდეს და პაციენტის კლინიკიდან გაწერის ზუსტი დრო არ იცის.

„პაციენტის მდგომარეობა ამ მომენტისთვის დამაკმაყოფილებელია, თუმცა, საყურადღებოა იმ კუთხით, რომ გამოხატულია გლუკოზის მომატება სისხლში, ნორმაზე მაღალ ციფრებში, ასევე არის ჰიპოვოლემიური მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს კორექციას და რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს. პაციენტს ასევე ჩაუტარდება დამატებითი გამოკვლევები და ამის შემდეგ გადაწყდება მისი კლინიკიდან გაწერის საკითხი“, - განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შეუძლოდ გახდა, მანამდე კი აქციის მონაწილეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის საშუალება არ მისცეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა