მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საპატრიარქო კონფერენციას გამართავს

საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 12 სექტემბერს სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართება. კონფერენციის თემაა „ნარკოპოლიტიკა საქართველოში - გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება“, რომლის ორგანიზატორები არიან საქართველოს საპატრიარქო, ა(ა)იპ „დემოკრატიული მმართველობის და ინოვაციების ინსტიტუტი“ (IDGI) და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი.

როგორც „ინტრპრესნიუსს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე მიწვეული არიან საქართველოს მთავრობის წევრები, საქართველოს პარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელები, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, იურისტები, ნარკოლოგები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და თემით დაინტერესებული საზოგადოება.

კონფერენცია იმუშავებს დღის განმავლობაში ორ ნაწილად. კონფერენციის პირველ ნაწილში გაკეთდება ექვსი მთავარი მოხსენება. კონფერენციაზე მომხსენებლების მიერ მოხდება მეცნიერული და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე ანალიზი იმისა, თუ რა გავლენას ახდენს ზოგადად ნარკოტიკების და კერძოდ მარიხუანას მოხმარება პიროვნების ჯანმრთელობაზე და მის მენტალურ განვითარებაზე. კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმობა სექციურ მუშაობას, თემაზე: „პრობლემები და საფრთხეები დღევანდელი ნარკოპოლიტიკის რეგულირებაში“. პანელის მონაწილეებს მიეცემათ საშუალება, მომხსენებლებთან შევიდნენ დებატებში მოხსენებების თემებთან მიმართებაში. კონფერენცია მიიღებს მიმართვას პარლამენტისადმი და გაერთიანებული ერების ორგანიზაციისადმი“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა