ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებული ათი პირის სასამართლო პროცესი გაიმართება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებული ათი პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

როგორც დაცვის მხარის ადვოკატები აცხადებენ, დღევანდელ პროცესზე სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეცვლასა და მხარეთა მიერ მტკიცებულებების წარდგენაზე იმსჯელებს.

როგორც მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა წინასასამართლო სხდომაზე განაცხადა, სასამართლოს მხოლოდ ბრალდების მხარემ წარუდგინა მტკიცებულებები, დაცვის მხარეს კი მტკიცებულებები ჯერ არ წარუდგენია. რაც შეეხება ბრალდებულებს, მათ სასამართლომ პატიმრობა ორი თვის წინ შეუფარდა.

დაკავებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ ბრალდებულებს მინდია გორაძესთან, იგივე ლავასოღლისთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

გამოძიება დაკავებულებს ქურდულ სამყაროსთან კავშირსა და წევრობას ედავება. ისინი ორი თვის წინ დააკავეს. დაკავებულები არიან: 1956 წელს დაბადებული ივანე გიგიაძე; 1978 წელს დაბადებული იმედა აბაშიძე; 1979 წელს დაბადებული ჯამბულ ნაკაშიძე; 1983 წელს დაბადებული ბეჟან დეკანაძე; 1983 წელს დაბადებული მარად წითელაძე, 1980 წელს დაბადებული შოთა კეკელიძე, 1989 წელს დაბადებული ზაალ ახვლედიანი.1973 წელს დაბადებულ რამაზ კომახიძეს, 1993 წელს დაბადებულ ბადრი ქობულაძეს და 1992 წელს დაბადებულ გიორგი შავლიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა