ავღანეთში, აქციაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა

ავღანეთში, ნანგარჰარის პროვინციაში საპროტესტო აქციაზე აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 68-მდე, დაშავებულთა კი - 165-მდე გაიზარდა. ამის შესახებ სააგენტო Pajhwok იუწყება.

მანამდე ადგილობრივი მედია 32 დაღუპულისა და 128 დაშავებულის შესახებ წერდა.

შეგახსენებთ, რომ მოჰმანდ დარას რაიონში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. საპროტესტო აქცია, რომელზეც აფეთქება მოხდა, რაიონის პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარეობდა.

ავღანეთში მოქმედ არც ერთ დაჯგუფებას საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არ აუღია. რადიკალურმა მოძრაობამ „თალიბანმა“ ტერაქტთან კავშირი უარყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო