პრეზიდენტი - 5 წლის განმავლობაში ჩემი ბევრი ბრძოლა წაგებული აღმოჩნდა, მათ შორის ეროვნულ საბჭოსთან დაკავშირებით

არიან სხვებიც, ვისაც ამ საქმის კეთება შეუძლიათ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. პრეზიდენტმა საერთაშორისო კონფერენციაზე, "მსოფლიო თავდაყირა - 2018" უპასუხა კითხვას, თუ რატომ არ დააყენა თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე.

"ფაქტია, რომ სხვებიც არიან, ვისაც ამ საქმის კეთება შეუძლიათ. მე პირველი დღიდან ბოლო დღემდე ვიცავდი ღირებულებებს. პრეზიდენტს ახლა ახალი მანდატი აქვს. მუდმივად იცვლება კონსტიტუცია და პროცესი დრამატულია. ძალიან რთულია, იცოდე, რა წერია შენი სამუშაოს აღწერილობაში, რადგან ის ხშირად იცვლება. თუმცა მნიშვნელობა არ აქვს როგორია მისი უფლებამოსილებებები, მთავარია, რომ საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, რომელსაც აქვს უფლება დაიცვას თავი და აირჩიოს მოკავშირეები. ოკუპაცია მოუღებელი იქნება და ეს უნდა ოყოს პრეზიდენტის მისია, რომ დაიცვას ეს პოზიცია ყველა ტრიბუნაზე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, თავისი კანდიდატურის არ დაყენებით პოლიტიკურ სუბიექტებს თანაბარი სათამაშო ველი შეუქმნა.

"მე სულ ვამბობდი, რომ "ქართულ ოცნებას" არ უნდა ჰყავდეს თავისი პრეზიდენტი და როგორც ჩანს, ეს გზავნილი გაითვალისწინეს. რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, მე შევთავაზე პოლიტიკურ სპექტრს თანაბარი სათამაშო მოედანი და რამდენად გამოიყენებენ ამ თანაბარ სათამაშო მოედანს, ეს მათი გადასაწყვეტია", - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის პატივს სცემს შემდეგ პრეზიდენტს და არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ იქნება ის.

"მე პატივს ვცემ შემდეგ პრეზიდენტს და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ის. მე პატივს ვცემ ინსტიტიტს, რომლისთვისაც 5 წელი ვიბრძოდი. ბევრი ბრძოლა წაგებული აღმოჩნდა, მათ შორის ეროვნულ საბჭოსთან დაკავშირებით", - განაცხადა მარგველაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა