მამუკა ბახტაძე - მშენებლობის სექტორში გარკვეული შემცირება გვაქვს და შესაბამისად, დაგეგმილი გვაქვს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, მშენებლობის სექტორში გარკვეული შემცირებაა, ამიტომ მთავრობას დაგეგმილი აქვს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა დამატებითი ინვესტიციები მოიზიდონ. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, აქტიურად მუშაობენ საინვესტიციო და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის.

„მინდა ვისაუბრო იმ სტატისტიკაზე, რომელიც მშენებლობის სექტორს შეეხება. იცით, რომ ამ ნაწილში გარკვეული შემცირება გვაქვს და შესაბამისად, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომ მშენებლობის სექტორში მოზიდული იქნას დამატებით ინვესტიციები. სასიხარულოა, რომ გაზრდილია ინვესტიციები ზოგადად, რეალურ სექტორში, ვინაიდან, სწორედ ეს არის ის სექტორი, რომელშიც ჩვენ გვაქვს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საინვესტიციო და ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის, ეკონომიკური, სტრუქტურული გაჯანსაღებისა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით. მაკროეკონომიკური სტაბილობა, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, მათ შორის საგადასახადო რეფორმები, რეფორმები, რომელიც ეხება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან და საგარეო ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასთან ერთად, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს, რომ ქვეყანა გავხადოთ უფრო მეტად მიმზიდველი ინვესტიციებისთვის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს