მამუკა ბახტაძე აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე კვირის ბოლოს აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება. ამის შესახებ ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

პრემიერი იმედოვნებს, რომ ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

„მიმდინარე კვირის ბოლოს ოფიციალური ვიზიტით მივემგზავრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში. გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები ვაშინგტონში. იგეგმება შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან, მეგობრებთან და ბუნებრივია, საუბარი გვექნება იმ ყველაზე მწვავე გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს საქართველოში. დღეს, ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული დღის წესრიგი, რომელიც იქნება განხილული“,- განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერის ინფორმაციით, ის, ასევე, მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს გენარალური ასამბლეის სესიაში.

„ამასთან, ბუნებრივია, მონაწილეობას მივიღებთ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე. ეს არის ის ტრიბუნა, რომელიც საშუალებას იძლევა მთელი მსოფლიოს გასაგონად დავსვათ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და მწვავე საკითხები. აქაც გვექნება მნიშვნელოვანი შეხვედრები. ამ ვიზიტისგან ველოდებით მნიშვნელოვან შედეგებს, რაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობებს უფრო მაღალ დონეზე გადაიყვანს“,- განაცხადა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო