პრემიერი „იბერიაზე“ - ის, რომ აქციონერებს თამბაქოს ბიზნესის გარდა აქვთ ტელევიზია, არ ნიშნავს, რომ გადასახადი ვინმემ არ უნდა გადაიხადოს

ის, რომ აქციონერებს თამბაქოს ბიზნესის და კომერციული საქმიანობის გარდა აქვთ ტელევიზია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გადასახადი ვინმემ არ უნდა გადაიხადოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იბერიას“ ირგვლივ მიმდინარე საკითხზე, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძის განმარტებით, ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური მაქსიმალურად ცდილობდა სანქციებისგან თავი შეეკავებინა, რის გამოც მათ კომპანია „ომეგა“ 11-ჯერ გააფრთხილა, „თუმცა ამის შემდეგ გამიჩნდა ნეგატიური ტენდენცია, რაც გამოიხატა იმაში, რომ ორგანიზაციამ კიდევ უფრო გაზარდა დავალიანება“.

„მე მქონდა შეხვედრა და გვქონდა კომუნიკაცია კომპანიასთან, ისევე როგორც მის აქციონერებთან. ჩვენ ვართ მაქსიმალურად კეთილგანწყობილი და მეგობრული ნებისმიერი სამეწარმეო სუბიექტის მიმართ, განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ადგილობრივ წარმოებაზე. მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ ღრმა პატივისცემას ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის საქართველოში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის თითოეულ სამუშაო ადგილს აქვს ყველაზე მაღალპრიორიტეტული მნიშვნელობა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, როგორც მახსოვს, 11-ჯერ გადაუვადა ამ კომპანიას შემოსავლების სამსახურის მხრიდან სანქციების გამოყენება,

მაგრამ ჩვენ დავინახეთ ტენდენცია ძალიან ნეგატიური. ბოლო თვეების განმავლობაში ორგანიზაციამ კიდევ უფრო გაზარდა ეს დავალიანება და მან მიაღწია თითქმის 51 მილიონ ლარს.

არსებობს ბიზნესსაქმიანობა და არსებობს თამბაქოს წარმოება, ამ თამბაქოს წარმოებას აქვს სააქციო გადასახადი და ის უნდა გადაიხადოს ყველამ.

არსებობს დამოუკიდებელი ტელევიზია და მედიაპლურალიზმი არის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი „ქართული ოცნების“ და ჩვენ ამას ძალიან ვუფრთხილდებით. მაგრამ რაც შეეხება თამბაქოს წარმოებას და კომერციულ საქმიანობას, გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ და რა თქმა უნდა, ის, რომ აქციონერებს თამბაქოს ბიზნესის და კომერციული საქმიანობის გარდა აქვთ ტელევიზია, არ ნიშნავს, რომ გადასახადი ვინმემ არ უნდა გადაიხადოს“, - განაცხადა ბახტაძემ.

ფინანსთა სამინისტრო, ისევე როგორც შემოსავლების სამსახური უნდა იყოს მაქსიმალურად განწყობილი რომ თუ ეს დავალიანება დაგროვდა შეიქმნას ისეთი გრაფიკი, რომელიც მისცემს შესაძლებლობას კომპანიას აწარმოოს თავისი საქმიანობა გადაიხადოს გადასახადი და დაფაროს წარსული დავალიანებაც.

მიდგომა არის სწორედ ასეთი და ვფიქრობ ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა გააკეთეს ამაზე კონკრეტული განმარტება.

საქართველოში ხელშეუხებელი არ არის არავინ და შესაბამისი ორგანოები გადადგამენ იმ ნაბიჯს რაც ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად გადასადგმელია.

„ქართული ოცნების „ ხელისუფლება ამის დემონსტრირება არაერთხელ მოახდინა“-განაცხადა მამუ8კა ბახტაძემ.

ტელეკომპანია „იბერია“ მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. არხის თანამშრომლები და ხელმძღვანელობა ხელისუფლებას ზეწოლასა და ტელევიზიის დახურვის მცდელობაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ხელისუფლება ფინანსურ პრობლემებს უქმნის კომპანია „ომეგას“ რომელიც არხის ფინანსურ უზრუნველყოფას უზრუნველყოფს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა