მამუკა ბახტაძე - მმართველი პოლიტიკური ძალის თავმჯდომარეზე საუბარი, რომ ის თურმე არაფორმალურად მართავს ქვეყანას, ღიმილის მომგვრელია

ყველა კარგად ხვდება, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში არაფორმალურ მმართველობაზე საუბარიც არ შეიძლება, მაშინ როდესაც ადამიანი არის მმართველი პოლიტიკური გუნდის თავმჯდომარე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ოპონენტები განაგრძობენ მცდელობას, რომ არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით არასწორი სურათი დაუხატონ საზოგადოებას.

„ჩვენმა პარტნიორებმა დააფიქსირეს პოზიცია, რომელიც არის ძალიან მკაფიო. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები განაგრძობენ მცდელობას, რომ არასწორი სურათი დაუხატონ საზოგადოებას. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება ყველაფერს ძალიან ნათლად ხედავს. ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე. ჩვენ საქართველოში ვაშენებთ საპარლამენტო რესპუბლიკას. ჩვენ არ ვცდილობთ, რომ საქართველოში პოლიტიკა იყოს პერსონიფიცირებული. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში შევქმნათ ის ინსტიტუტები, რომელიც ჩვენ მიგვაღწევინებს საერთო მიზანს.

საუბარი იმ ადამიანზე, რომელიც არის მმართველი პოლიტიკური ძალის თავმჯდომარე, რომ ის თურმე არაფორმალურად მართავს ქვეყანას, ეს ღიმილის მომგვრელია. ბევრმა ჩვენმა პარტნიორმა ეს გუშინ ღიად დააფიქსირა. ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისთვის არ არის ეს ის საკითხი, რომელიც მათ დამატებით ქულებს მოუტანს. ყველა კარგად ხვდება, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში არაფორმალურ მმართველობაზე საუბარიც არ შეიძლება, მაშინ როდესაც ადამიანი არის მმართველი პოლიტიკური გუნდის თავმჯდომარე“, - განაცხადა ბახტაძემ .

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა