მამუკა ბახტაძე - განვიხილეთ ინიციატივა, რომლითაც ჩვენ შევძლებთ, უკრაინაში ID ბარათებით მოგზაურობას, ვფიქრობ, ეს განვაზოგადოთ სხვა სახელმწიფოებთან მიმართებაში

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ტურიზმი ყველაზე სწრაფად იზრდება, ამ სექტორში მეტი კაპიტალიზაციაა საჭირო. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში ID ბარათებით მოგზაურობის ინიციატივა, რომელიც მთავრობის წინა სხდომაზე გახდა ცნობილი, შეიძლება სხვა სახელმწიფოებთან მიმართებაში განზოგადდეს.

„მინდა გამოვეხმაურო ტურიზმის სტატისტიკურ მონაცემებსაც. 2018 წლის აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში თითქმის მილიონ სამასი ათასი საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს თითქმის 10 პროცენტით აღემატება. ზოგადად, თუ ავიღებთ 6 თვეს, თითქმის 12 პროცენტით არის ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილი და მოგეხსენებათ, რომ საქართველო შევიდა იმ ტოპ ხუთ ქვეყანაში, სადაც ტურიზმი იზრდება ყველაზე სწრაფად. ეს ნიშნავს, რომ ის პოლიტიკა, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ ტურიზმის მიმართულებით, ეფექტურია, მაგრამ ჩვენ აქ გვჭირდება დამატებითი სტიმული, ჩვენ გვჭირდება ამ სექტორში მეტი კაპიტალიზაცია და როგორც მოგეხსენებათ, მთავრობის წინა სხდომაზე ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა გამოვიტანეთ, რომლის მიხედვითაც ჩვენ შევძლებთ, მაგალითად, უკრაინაში ID ბარათებით მოგზაურობას და შესაბამისად, ტურისტების მიღებას და ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან კარგი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება, განვაზოგადოთ ჩვენ სხვა სახელმწიფოებთან მიმართებაში და ამ საკითხზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს