მამუკა ბახტაძე - ადამიანური კაპიტალის ზრდა არის ჩვენი მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი

ადამიანური კაპიტალის ზრდა არის ჩვენი მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველო შევიყვანოთ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიცხვში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში განათლების სექტორს ჰქონდეს მინიმუმ ორნიშნა ციფრი“.

მისივე თქმით, ეს იქნება მისი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა.

„უახლოეს დღეებში ჩვენ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის პრეზენტაცია, რომელიც გულისხმობს განათლების სექტორში რეფორმირების პირველი ფაზის დაწყებას. ჩვენ გამოვყავით ხუთი დონე, რომლის მიხედვითაც მოხდება განათლების სექტორის რეფორმირება. ეს არის ადრეული და სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში განათლების სექტორს ჰქონდეს მინიმუმ ორნიშნა ციფრი. ადამიანური კაპიტალის ზრდა არის ჩვენი მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველო შევიყვანოთ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიცხვში. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა ჩემი მთავრობის. მინდა საზოგადოებას მოვუწოდო აქტიური ჩართულობისკენ, ეს არის ის რეფორმა, რომელიც საქართველოს მოუტანს წარმატებას, რომელიც საშუალებას მოგცემს მივაღწიოთ ყველა იმ ჩანაფიქრს, რაც ყველა ჩვენგანს აქვს“,- განაცხადა ბახტაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა