გიორგი ვაშაძე - სალომე ზურაბიშვილის განცხადება არის სამშობლოს ღალატი

მოძრაობა „ძალა ერთობაშიას" წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქართველი ხალხის დაბომბვასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადება სამშობლოს ღალატია.

„ეს არის სამშობლოს ღალატი, მით უმეტეს საპრეზიდენტო კანდიდატის მხრიდან. ღმერთმა დაიფაროს ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ღალატობს თავის სამშობლოს. ვფიქრობ, ამას მოსახლეობამ შესაბამისი შეფასება უნდა გაუკეთოს და 28 ოქტომბერს დაფიქსირდეს, რომ სამშობლოს მოღალატეს მხარს არავინ უჭერს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არც ერთ პრეზიდენტს არ გააჩნია, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“, აგვისტოს ომთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.

„ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არც ერთ პრეზიდენტს არ გააჩნია. ჩვენ მეორე დღეს როგორ უნდა ვთქვათ, რომ გვინდა ამ ქვეყნის მთლიანობა?! მე ამ ქვეყნის მთლიანობა მინდა და მინდა, რომ ამ ქვეყნის არც ერთმა პრეზიდენტმა არ დაბომბოს თავისი ტერიტორია და მოქალაქეები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთმა ომი 1801 წლიდან დაიწყო. „მე არაფერს ვამტკიცებ. მე ვამბობ, რომ ჩვენი სიტყვა უნდა ფასობდეს. ის, რომ რუსეთი არის საქართველოს ოკუპანტი, ის, რომ რუსეთი არის საქართველოს აგრესორი, არის ის, რომელმაც დაიწყო ომი 1801 წლიდან, შემდგომ ყოველ ჯერზე, როცა შემოვიდა წითელი არმია, რის გამოც მე დავიბადე უცხოეთში, ეს თუ არ ვიცი, არაფერი მცოდნია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - უბრალოდ, ივანიშვილს  ვერ წარმოუდგენია, რომ თავადაც ძველი ხელისუფლების მსგავსი შეცდომები მოსდის
ქართული პრესის მიმოხილვა 19.11.2019
ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო