ლევან გოგიჩაიშვილი - მარგველაშვილმა კონფერენციაზე საკუთარი თავის ირგვლივ ისაუბრა, ეს ადამიანი ვერ აცნობიერებს რას ნიშნავს პრეზიდენტობა

პრეზიდენტი ვერ გაცდა თავის სიბრაზეს, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი პრეზიდენტის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან და "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებით.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, პრეზიდენტს დღევანდელი პლატფორმა სხვა თემებისთვის უნდა გამოეყენებინა, თუმცა ასე არ მოიქცა.

"დღეს ვნახეთ ადამიანი, რომელიც ამ გარემოში ცდილობდა ეთამაშა "ნაციონალური მოძრაობის" და ოპოზიციური ძალების განწყობაზე და მათ ძალიან მოეწონათ პრეზიდენტის გამოსვლა. ყურადღება ჰქონდა გადატანილი "ქართულ ოცნებაზე", თუმცა ჰქონდა შანსი და ეს აუდიტორია უფრო მეტად უნდა გამოეყენებინა იმ პრობლემებზე სასაუბროდ, რაც ქვეყანას აქვს. უნდა ესაუბრა იმ გამოწვევებსა და საფრთხეებზე, რაც ქვეყანას აქვს როგორც გარეთ ისე ქვეყნის შიგნით, მათ შორის "ნაციონალურ მოძრაობაზე", რომელიც სფრთხეა ქვეყნისთვის. ის ვერ გაცდა თავის სიბრაზეს, შინაგან კონფლიქტს და ხაზი გაუსვა იმას, თუ როგორ იჩაგრება ამ პერიოდის განმავლობაში. საკუთარი თავის ირგვლივ ისაუბრა, ამ საკითხს ვერ გაცდა. მისი აქცენტები ნიშნავს, რომ ეს ადამიანი ვერ აცნობიერებს იმას, თუ რას ნიშნავს პრეზიდენტობა. ამ პლატფორმას პრეზიდენტი გაცილებით სერიოზული თემებისთვის უნდა იყენებდეს, ვიდრე ეს არის მისი პირადი გრძნობები "ქართულ ოცნებასთან". მე ვფიქრობ, როგორც დაიწყო ისე ამთავრებს პრეზიდენტი მარგველაშვილი თავის ვადას და არაფერი დასამახსოვრებელი მისი მოღვაწეობიდან არ იქნება", - განაცახდა გოგიჩაიშვილმა.

პრეზიდენტმა საერთაშორისო კონფერენციაზე, "მსოფლიო თავდაყირა - 2018" განაცხადა, რომ ის პატივს სცემს შემდეგ პრეზიდენტს და არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ იქნება ის.

"მე პატივს ვცემ შემდეგ პრეზიდენტს და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ის. მე პატივს ვცემ ინსტიტიტს, რომლისთვისაც 5 წელი ვიბრძოდი. ბევრი ბრძოლა წაგებული აღმოჩნდა, მათ შორის ეროვნულ საბჭოსთან დაკავშირებით", - განაცხადა მარგველაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა