მამუკა ბახტაძე - ლევან ყიფიანთან არავითარი კომუნიკაცია არ მქონია

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძის განცხადებით, სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანთან არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონია. როგორც ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, „საქართველოს რკინიგზაში“ მუშაობის პერიოდში ლევან ყიფიანი მხოლოდ რამდენჯერმე ჰყავს ნანახი. ამასთან, პრემიერის თქმით, მთავრობაში სამუშაოდ გადმოსვლის შემდეგ ლევან ყიფიანთან არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონია

„ლევან ყიფიანთან არავითარი კომუნიკაცია არ მქონია. მე ლევან ყიფიანი ალბათ სულ რამდენჯერმე მყავს ნანახი. მე „საქართველოს რკინიგზაში“ გენერალური დირექტორი ვიყავი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ნამდვილად ვერ დავნიშნავდი. მით უმეტეს, მას შემდეგ რაც მე მთავრობაში გადმოვედი სამუშაოდ, ბუნებრივია ასეთი კომუნიკაცია ნამდვილად არ ყოფილა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

არსებული ინფორმაციით, ლევან ყიფიანი „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა