ზაზა სარალიძე - ან ჩემს ცხედარს გაიტანენ პარლამენტის ტერიტორიიდან, ან სამართალს მივაღწევ - ასეთ ცხოვრებას სიკვდილი მირჩევნია

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, დავით სარალიძე ინგოროყვას სახელობის კლინიკიდან გაწერეს. კლინიკიდან სარალიძე კვლავ პარლამენტის შენობასთან მივიდა და როგორც განაცხადა, ექიმების მოთხოვნის მიუხედავად, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. სარალიძის თქმით, გაგრძელდება როგორც შიმშილობა, ისე აქციები უცვლელი მოთხოვნებით.

„ჯანმრთელობის მხრივ ახლა ნორმალურად ვარ. ჩემი ცუდად გახდომა გამოიწვია როგორ ჩანს, დიაბეტის პრობლემამ და შიმშილობამ. ექიმების მოთხოვნის მიუხედავად, შიმშილობას მაინც ვაგრძელებ. მე დასაკარგი არაფერი მაქვს, სანამ ჩემს მიზანს არ მივაღწევ. მოთხოვნები იგივე რჩება და აქციას ვაგრძელებ ჩვეულებრივად, სანამ არ მივაღწევ ჭეშმარიტებას ან ჩემს ცხედარს გაიტანენ აქედან, ან მივაღწევ აუცილებლად იმ სამართალს, რაც ჩემს შვილს ეკუთვნის. ასეთ ცხოვრებას სიკვდილი მირჩევნია“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძე გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეუძლოდ გახდა. მან გონება დაკარგა, რის გამოც სასწრაფო დახმარების ბრიგადი გამოძახება გახდა საჭირო. სარალიძე ინგოროყვას კლინიკაში წუხელვე გადაიყვანეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო