პიროტექნიკის არასრულწლოვანისთვის მიყიდვა, შესაძლოა, აიკრძალოს და ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდეს

პიროტექნიკური ნაკეთობის არასრულწლოვანისთვის მიყიდვა, შესაძლოა, აიკრძალოს და ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდეს.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტი პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის აპარატში მომზადდა და მას კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში განსახილველად უახლოეს მომავალში წარადგენს.

პროექტის თანახმად, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს” ემატება მუხლი, რომლითაც პიროტექნიკური ნაკეთობის არასრულწლოვანისთვის მიყიდვა გამოიწვევს ფიზიკური პირის - 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 200 ლარით დაჯარიმებას. აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენისათვის ფიზიკური პირი 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 400 ლარით დაჯარიმდება.

როგორც პროექტის ავტორი განმარტავს, პროექტის მომზადების მიზეზია არასრულწლოვანი პირების თავისუფალი წვდომა პიროტექნიკურ ნაკეთობებზე, რის გამოც მათ ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება.

„პიროტექნიკურ ნაკეთობებზე არასრულწლოვანთა თავისუფალი წვდომა საფრთხის შემცველია. ეს არაერთხელ დადასტურდა სადღესასწაულო დღეებში პიროტექნიკური ნაკეთობების აფეთქების ან აალების შედეგად არასრულწლოვნების მიერ სხეულის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანებების ფაქტებით. 2018 წლის 2 იანვარს, თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა დაზიანებებით ჰოსპიტალიზებული იყო 44 ადამიანი, აქედან 24 არასრულწლოვანი. 2017 წელს ახალი წლის დღეებში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 54 ადამიანი დაშავდა, აქედან ორს თითების ამპუტაცია ჩაუტარდა“, - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

მარიამ ჯაშის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში ჯერ ინიცირებული არ არის, თუმცა ავტორი პროექტის განხილვასთან დაკავშირებული პროცესის დაწყებას ახლო მომავალში გეგმავს.

ავთანდილ  წულაძე - აშშ და ჩინეთი რუსეთის გარეშე ბიპოლარული სისტემის ჩამოყალიბების პროცესში არიან, რუსეთი პოლუსი კარგა ხანია აღარ არის, იგი მხოლოდ პროჩინურ ბანაკშია
ქართული პრესის მიმოხილვა 30.10.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა მიიღო
სილქ როუდ ჯგუფმა წარმატებით დაასრულა 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების განთავსება
"ყველაფერი UG ქონების შესახებ" - საქართველოს უნივერსიტეტის ქონების შეძენასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი საჯაროა
შუა დერეფნის პერსპექტივები გლობალური კონფრონტაციისა და არასტაბილურობის პირობებში
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს