მეუფე იაკობი - უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება გარდაუვალია

უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება გარდაუვალია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა განუცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი ერთმანეთში მსოფლიო საპატრიარქომ და რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უნდა გადაწყვიტოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კი ამ გადაწყვეტილებას დაელოდება. მეუფე მიიჩნევს, რომ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის უფლება აქვს.

„ცოტა ხანი დავაცადოთ. მსოფლიო საპატრიარქო და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია თავად გადაწყვეტენ ერთმანეთში. ეს შეიძლება ისე იყოს, დომინოს პრინციპით, სხვებსაც გადაედოს. რუსეთზე საკმაოდ დიდი დარტყმაა. ამიტომ წუხან", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ეპისკოპოსს არ დაუკონკრეტებია, როდის შეიკრიბება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი, თუმცა აღნიშნა, რომ სინოდის სხდომაზე ამ საკითხზეც იმსჯელებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა