განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის თანამშრომლებმა სტრასბურგში გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს სტრასბურგში ევროპის საბჭოს ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების ჩარჩოს განვითარების საკითხებს მიეძღვნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, სამუშაო შეხვედრაში 37 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

შეხვედრაზე განსახილველი მთავარი თემები იყო - მოკლე ციკლის კვალიფიკაციების სრული ინტეგრაცია უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების ჩარჩოში და ეროვნულ კვალიფიკაციების ჩარჩოში ”დემოკრატიული კულტურისათვის კომპეტენციების“ (CDC) ინტეგრირების გზების გამოკვეთა.

შეხვედრა გაგრძელდა სამუშაო ჯუფების ფორმატში, სადაც 5 სამუშაო ჯგუფში სხვადასხვა ქვეყნის წამომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი ქვეყნის კვალიფიკაციების ჩარჩოებთან დაკავშირებული მიღწევები და გამოწვევები.

მსჯელობისას გამოიკვეთა, რომ თითოეულ ქვეყანაში მოკლე ციკლის კვალიფიკაციები ეფუძნება განახლებული ევროპული სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოთი (QF-EHEA) აღწერილ მეხუთე დონის განზოგადებულ შედეგებს და მათი მოცულობა განისაზღვრება მინიმიმ 120 ECTS -ით. ქვეყნების მიხედვით კვალიფიკაციების არაერთგვაროვნების გამო, მოკლე ციკლის კვალიფიკაციებთან დაკავშირებულ ძირითად პრობლემებად პროფესიული და უმაღლესი განათლების დონეებზე კომპეტენციების გამიჯვნა და ასევევ უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარება დასახელდა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭო კოორდინაციას უწევს უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოს (QF-EHEA) ქსელს, რომელიც პერიოდულად იკრიბება და განიხილავს ეროვნულ დონეზე უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების ჩარჩოების განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

შეხვედრაზე პრეზენტაციებით წარსდგნენ: ლუკა ლანტერო - იტალიის BFUG სამდივნოს ხელმძღვანელი; მიხეილ კარპიზეკი - უმაღლესი განათლების ინსტიტუციების ევროპული ასოციაციის (EURASHE) გენერალური მდივანი; მაიკლ გრაჰემი - ევროპის განათლების ფონდი (ETF), კვალიფიკაციების სისტემების სპეციალისტი, სტრატეგიული პროექტის ხელმძღვანელი; ჰილიგჯეი ვანტლენდი - უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივანი.

პრეზენტატორებმა საკუთარ გამოსვლებში ისაუბრეს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეხუთე დონის მოკლე ციკლის კვალიფიკაციების როლზე დასაქმებისა და შემდგომი სწავლის გაგრძელების უზრუნველყოფაში და ასევე დემოკრატიული კულტურის კომპეტენციათა მოდელზე (CDC), რომლის ინტეგრირება უნდა განხორციელდეს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოში. კომპეტენციების ახალი კონცეპტუალური მოდელი მოქალაქეებისაგან მოითხოვს დემოკრატიულ კულტურაში მონაწილეობას და მშვიდობიან თანაცხოვრებას სხვებთან ერთად კულტურულად მრავალფეროვან გარემოში.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ეროვნულ დონეზე განახორციელა მოქმედი ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ანალიზი და შედეგად შეიმუშავა განახლებული ჩარჩოს დოკუმენტი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან. განახლებული ეროვნული კვალიფიკაციების დოკუმენტის დამტკიცება ითვალისწინებს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს.

საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო და საბოლოო მესამე მოსმენა დანიშნულია სექტემბერის თვის მეორე ნახევარში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს