შს მინისტრი - მარიხუანას მოხმარებისას სამართალდარღვევის შემთხვევაში პირს სამოქალაქო შეზღუდვები შეეხება, მათ შორის ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება

მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში პირს გარკვეული სამოქალაქო შეზღუდვები შეეხება, მათ შორის ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება. ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრმა შსს-ს მიერ მომზადებული კანონპროექტის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი საკანონმდებლო ბაზით, სამართალდამცველებს მიეცემათ შესაძლებლობა, ერთი მხრივ, ეფექტურად ებრძოლონ მარიხუანას არალეგალურ მოხმარებას და ამავე დროს ეფექტურად ებრძოლონ მარიხუანას მოხმარების წახალისებას, განსაკუთრებით არასრულწლოვნებში.

„ჩვენი ახალი ცვლილებებით, ადმინისტრაციული დარღვევის შემთხვევაშიც მოხდება მთელი რიგი სამოქალაქო უფლებების შეზღუდვები, ხოლო სისხლის სამართლის დარღვევის შემთხვევაში კი ეს სამოქალაქო შეზღუდვები აუცილებელი იქნება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირობებში შეზღუდვების დაწესება იქნება მოსამართლის დისკრეცია. გარდა ამისა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირობებში აუცილებელი იქნება იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა გარკვეული დროით, 3-დან 5 წლამდე. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად და იმ სულისკვეთებით, რა სულისკვეთებითაც საკონსტიტუციო სასამართლო იღებს სხვადასხვა სახის გადაწყვეტილებებს ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან დაკავშირებით, ჩვენ გვიჭირდა, როგორც სამართალდამცავ სტრუქტურას, მოგვეხდინა ეფექტური რეაგირება და კონტროლი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის, დღეს ჩვენ ეს პრობლემა მარიხუანას კონტექსტში დარეგულირებული გვაქვს და მას შემდეგ, როდესაც მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს განიხილავს და დაამტკიცებს პარლამენტი, აღსრულება მოგვცემს საშუალებას, რომ ყველაზე რისკის შემცველი მოქმედებები, როგორიც არის მარიხუანას მოხმარების წახალისება, იყოს აღკვეთილი. ეს საკანონმდებლო ცვლილებები საფუძველს უყრის საშუალებას შსს-სთვის, ეფექტურად ებრძოლოს მარიხუანას არალეგალურ მოხმარებას და ამავე დროს ეფექტურად ებრძოლოს მარიხუანას მოხმარების წახალისებას, განსაკუთრებით არასრულწლოვნებში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა