მეუფე ანტონი მარიხუანას წარმოებაზე - არც ერთ დროში არ გვიცნობდნენ „ბარიგებად“ - ჩვენი ქართული იმიჯი შეილახება

ჩვენ არც ერთ დროში არ გვიცნობდნენ ასე რომ ვთქვათ „ბარიგებად“, ყველაფერი გადავა უკან და ერთ-ერთი ქვეყანა ვიქნებით ამ კუთხით წინა პლანზე, - ასე ეხმაურება ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი მარიხუანას შესაძლო ექსპორტირებას საზღვრებს გარეთ. როგორც მეუფე ანტონმა კონფერენციაზე „ნარკოპოლიტიკა საქართველოში გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება" განაცხადა, საქართველოს იმიჯი მნიშვნელოვნად შეილახება მსოფლიო საზოგადოებაში.

მეუფე საპარლამენტო უმრავლესობას სთხოვს, „რაღაცნაირად ამაზე უარი თქვან".

„საერთოდ, ჩვენ ეკლესიის დანიშნულება ვიცით, როდესაც ეკლესიას შეადარებ ადამიანის ორგანიზმს, ის ასრულებს იმუნური სისტემის როლს, რომელიც უცხო ბაქტერიისგან იცავს ორგანიზმს. ფაქტობრივად, ეს არის ეკლესიის დანიშნულება. ჩვენ მართალია გამიჯნულები ვართ და ეკლესია და სახელმწიფო გაყოფილები არიან, მაგრამ საზრუნავი ერთი და იგივე გვაქვს. ამიტომ, ჩვენ აზრს ყოველთვის გამოვხატავთ. ერთმნიშვნელოვანია, რომ ნარკოტიკი ზემოქმედებს ადამიანზე და მის ჩამოყალიბებაზე. მრჩება ასეთი აზრი, რომ ყველა ცალ-ცალკე თანახმა ვართ, მაგრამ რაღაცის მძევალი ვართ. თვითონ შევქმენით რაღაც, რასაც ვერ ვახტებით. ჩვენ მთლიანად წაგვლეკავს ეს. ეს არ გვშვენის ქართველებს. ჩვენი ქართული იმიჯიც, რომელიც ჩვენ ნამდვილად გვაქვს, დამერწმუნეთ, შეილახება. ჩვენ არც ერთ დროში არ გვიცნობდნენ ასე რომ ვთქვათ, „ბარიგებად“. ყველაფერი გადავა უკან და ერთ-ერთი ქვეყანა ვიქნებით ამ კუთხით წინა პლანზე. ამიტომ, თითოეული ჩვენგანის თხოვნაა მაქსიმალურად პარლამენტის უმრავლესობამ მოძებნოს გზა და რაღაცნაირად ვთქვათ ამაზე უარი",-განაცხადა მეუფე ანტონმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა