ზაქარია ქუცნაშვილი მარიხუანას წარმოებაზე - მჭირდება ოთხ შეკითხვაზე პასუხი, რათა გადაწყვეტილების მიღებისას ვიყო თავისუფალი და თამამი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს ზაქარია ქუცნაშვილს მარიხუანას წარმოების შესახებ კანონპროექტის ავტორებთან ოთხი მთავარი შეკითხვა ექნება.

როგორც საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იგი ოთხ მთავარ შეკითხვას დასვამს კანონპროექტის ავტორებთან, შეიძლება თუ არა მარიხუანას წარმოება საქართველოში სამართლებრივი, ეკონომიკური, სამედიცინო და მორალური თვალსაზრისით. მან მიმართა მედიას, ნუ წარმოაჩენს საკითხს ისე, თითქოს გადაწყვეტილია და ცნობილია მარიხუანას ვინ გაყიდის.

„ნუ ცდილობთ ისე წარმოაჩინოთ საკითხი, რომ უკვე გადაწყვეტილია, გასულია ფინიშში. ჯერ საწყის ეტაპზე ვართ, ვსვამთ შეკითხვებს. როგორც კანონმდებელს და ხალხის წარმომადგენელს, მჭირდება ოთხ შეკითხვაზე პასუხი, რათა გადაწყვეტილების მიღებისას ვიყო თავისუფალი და თამამი. თუ საზოგადოების რომელიმე წევრს კიდევ აქვს მეხუთე და მეექვსე შეკითხვა, ამასაც სიამოვნებით მოვისმენთ. საკითხი არ არის მარტივი და ნუ ვიწყებთ მსჯელობას ბოლოდან - ვინ გაყიდის? ჯერ დავიწყოთ, საერთოდ შეიძლება თუ არა ამ საქმის წარმოება სამართლებრივი, ეკონომიკური, სამედიცინო, მორალური თვალსაზრისით. ამ შეკითხვებს უნდა გავცეთ პასუხი და მერე ვიფიქროთ იმაზე, თუ დადებითი პასუხები არსებობს ამ შეკითხვებზე, ვინ და როგორ განახორციელებს ამ საკითხებს“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მისივე თქმით, „თუ მარიხუანას წარმოება ქვეყანას არც ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს, სამედიცინო თვალსაზრისით არ შეიძლება, კრიმინალურ მდგომარეობას გააუარესებს და ამორალურ გარემოს წაახალისებს, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება ზედაპირზევე ნათელია“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა