მიხეილ გიორგაძე - ჩვენ ორიენტირებულები ვართ ეფექტური მართვის სტრუქტურის შექმნაზე

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, განათლების სამინისტრო ორიენტირებულია ეფექტური მართვის სტრუქტურის შექმნაზე, რის გამოც სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

გიორგაძეს არ დაუკონკრეტებია, რა გახდა უწყებიდან მინისტრის მოადგილეების თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი, თუმცა აღნიშნა, რომ „სისტემის დახვეწისთვის მუდმივად უნდა ვიზრუნოთ“.

„მინისტრმა საკადრო ცვლილებების მიზეზთან დაკავშირებით ისაუბრა. მე განსხვავებულს ვერაფერს დავამატებ, უბრალოდ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ ორიენტირებულები ვართ ეფექტური მართვის სტრუქტურის შექმნაზე. რამდენიმე დღეში, განათლების ნაწილში ახალი სტრატეგია და რეფორმა იქნება წარმოდგენილი, სადაც საზოგადოება ახალი მიდგომებისა და ინიციატივების შესახებ შეიტყობს. სწორედ ამ ამბის გათვალისწინებით იყო საკადრო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა გიორგაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო