ჟან-კლოდ იუნკერმა ევროპარლამენტს ზაფხულის დროზე გადასვლაზე უარის თქმის ინიციატივით მიმართა

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟან-კლოდ იუნკერმა ევროპარლამენტს ზაფხულის დროზე გადასვლაზე უარის თქმის ინიციატივით მიმართა.

„საათის გადაწევის პრაქტიკა უნდა შეწყდეს. ევროკავშირის წევრებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა მათ მოქალაქეებს ზაფხულის ან ზამთრის დრო. იმედი მაქვს, რომ ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო ამ აზრს გაიზიარებენ. ჩვენ ამისთვის დრო არ გვაქვს“, - განაცხადა იუნკერმა.

მისივე თქმით, საათის სეზონურ გადაწევაზე უარის თქმა შემდეგი წლიდან უნდა მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ევროკომისიამ გამოაქვეყნა ონლაინ-გამოკითხვის წინასწარი მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ევროპელთა 84%-მა საათის გადაწევაზე უარი განაცხადა. გამოკითხვა 4 ივლისიდან 16 აგვისტომდე ჩატარდა, მასში მონაწილეობა 4,6 მილიონმა ადამიანმა მიიღო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს