“საერთაშორისო გამჭვირვალობა” - სასერტიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაწყებითი კლასების, ფიზიკის და მათემატიკის პედაგოგებს აქვთ

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევის თანახმად, სასერტიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაწყებითი კლასების, ფიზიკის, ინფორმაციული ტექნოლოგიების და მათემატიკის პედაგოგებს აქვთ. მათივე განმარტებით, 2017 წლის მდგომარეობით, სასერტიფიკაციო გამოცდა მასწავლებელთა მხოლოდ 30%-ს ჰქონდა ჩაბარებული. 2010-2017 წლებში პედაგოგების სასერტიფიკაციო გამოცდებში მინიმალური ზღვარი გამოცდაზე გასულ პედაგოგთა მხოლოდ 25%-მა გადალახა. ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, პედაგოგთა საშუალო ასაკი წლიდან წლამდე იზრდება, რაც პროფესიისადმი ახალგაზრდების დაბალ ინტერესს აჩვენებს.

კვლევაში სახელწოდებით „დაბალი ხარისხის სასკოლო განათლებაში სულ უფრო მეტს ვიხდით“ აღნიშნულია, რომ საქართველოს სკოლებში დაახლოებით 67 ათასამდე პედაგოგი ასწავლის, რომელთაგან 86% 36 წლის და მეტი ასაკისაა. მათ შორის, 13% 65 წლის და მეტისაა. მათივე მონაცემებით, 2017 წლის ბოლოს საქართველოში უმაღლესი რანგის - მენტორი მასწავლებლის სტატუსს მხოლოდ 9 ადამიანი ფლობდა, ხოლო შემდეგი რანგის - წამყვანი მასწავლებლის სტატუსს მხოლოდ - 257.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” რეკომენდაციით, უნდა შემუშავდეს შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკა ამ პროფესიაში უფრო მეტი ახალგაზრდის მოსაზიდად.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა