უეს მიტჩელი - პუტინის დევიზია მეზობელ ქვეყნებში დასავლეთი დამარცხდეს, თუმცა საქართველო დასავლეთთან თანამშრომლობის ნათელი მაგალითია

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ებრძვის კორუფციას, - ამის შესახებ ევროპის და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივანის თანაშემწე, ვეს მიტჩელმა განაცხადა.

ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018" სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველოს წარმატება პირდაპირი პასუხია ვლადიმერ პუტინისთვის.

„მიმდინარეობს რეფორმები, სერიოზული დამოკიდებულებაა ეროვნული უსაფრთხოებისადმი, არსებობს ახალი კონსტიტუცია, რეფორმები განხორციელდა მართლმსაჯულების სისტემაში - ეს წარმატება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ დავამარცხოთ პუტინი. ვლადიმერ პუტინს აქვს დევიზი, რომ მის მეზობელ ქვეყნებში დასავლეთი დამარცხდეს, თუმცა საქართველო არის ნათელი მაგალითი დასავლეთთან თანამშრომლობის. სერგეი ლავროვი ტყუოდა როცა ამბობდა, რომ დასავლეთი არის პოლიტიკური პეპელა, რომელიც როგორც მოფრინდება, ისე გაფრინდება. დასავლეთი და მისი ღირებულებები საქართველოში ძალიან სიღრმისეულად არის გამჯდარი და ჩვენს შორის ურთიერთობები არის ძლიერი", - განაცხადა მიტჩელმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს