არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის საკითხებზე პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდა

პარლამენტის სასწავლო ცენტრში, კომიტეტების აპარატის თანამშრომლებისთვის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის საკითხებზე ერთდღიანი ტრენინგი ჩატარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსის მოადგილემ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ტრენერმა, ხათუნა წიწავამ ტრენინგის მონაწილეებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიზნებსა და სტრუქტურაზე, მის ფუნქციებსა და სერვისებზე ინფორმაცია გააცნო და ისეთ საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა მსჯავრდებულთა საქმის აღსრულება, მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია, არასრულწლოვანთა და სრულწლოვანთა განრიდება, ვიდეოპაემნები და შინაპატიმრობა.

ტრენინგი პარლამენტის აპარატის უფროსის, გივი მიქანაძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა, რომელმაც კონკრეტული ტრენინგის გამართვის მნიშვნელობასა და ზოგადად, პარლამენტის სასწავლო ცენტრში უკვე ტრადიციად დანერგილ სხვადასხვა სასწავლო კურსის გამართვის დანიშნულებაზე ისაუბრა.

„ივნისიდან დავამკვიდრეთ თანამშრომლობა, რომელიც ვითარდება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. შესაძლებლობა გვეძლევა პრაქტიკოსი ტრენერებისგან, რომლებმაც კონკრეტულ სფეროებზე ყოველდღიური გამოწვევების და პრობლემატიკის შესახებ იციან, შესაბამისი ცოდნა მივიღოთ. ვფიქრობ, რომ ეს ორმხრივად სასარგებლოა, რადგან თქვენ, პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, ხედავთ თუ როგორ ხდება პარლამენტის მიერ მიღებული კანონების პრაქტიკაში განხორციელება და იმპლემენტაცია. მეორე მხრივ, თქვენ უღრმავდებით და იგებთ იმ პრობლემატიკის შესახებ, რომელსაც ეს უწყებები ამ კანონის განხორციელებასთან მიმართებაში აწყდებიან“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

პარლამენტის აპარატის უფროსის განცხადებით, სხვადასხვა პროფესიულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დაწყებული თანამშრომლობა კონკრეტული სფეროებიდან წამოსული პრობლემების უკეთ გაგებას, მათ სიღრმისეულ ანალიზს და შემდგომში ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობისას იმ საფუძვლების უკეთ გაცნობას გულისხმობს, რამაც კონკრეტული ცვლილებების მომზადების აუცილებლობა განაპირობა.

პარლამენტის ინფორმაციით, ტრენინგის დაწყებამდე პარლამენტის აპარატის უფრომა საქართველოში არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის, როგორც ტრენინგის მთავარი თემის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ეს სფერო მნიშვნელოვნად ვითარდება.

„ეს არის ძალიან საინტერესო სფერო. ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ შეძლო, რომ ეს სისტემა ევროპულ დონეზე აეყვანა და შესაბამისად, ის სტანდარტები დაემკვიდრებინა, რომელმაც საშუალება მისცა საქართველო გამხდარიყო ევროპის პრობაციის კონფედერაციის სრულუფლებიანი წევრი. სწორედ დღევანდელ ტრენინგზე პარლამენტის აპარატის თანამშრომლები აღნიშნული სფეროს განვითარების მიმართულებებზე, მიმდინარე რეფორმებზე და დაგეგმილ ნოვაციებზე სასჯელარსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის მუდმივმოქმედი ტრენერისგან საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას მოისმენთ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს