ანა დოლიძე - თუ ზურაბიშვილი ომის დაწყებაზე განცხადებებს გაიმეორებს როგორც პრეზიდენტი, ეს ჩაითვლება ჩვენს ხარაკირად საერთაშორისო არენაზე

თუ ამ განცხადებებს, რომელსაც აკეთებს სალომე ზურაბიშვილი, გაიმეორებს როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეს ჩაითვლება ჩვენს ხარაკირად საერთაშორისო არენაზე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ, პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას განუცხადა. დოლიძის თქმით, მსგავსი განცხადებები პირდაპირ დარტყმას აყენებს იმ სამართლებრივ პროცესებს, რომელიც ჰააგასა და სტრასბურგში, რუსული აგრესიის დასამტკიცებლად მიმდინარეობს.

„10 წელზე მეტია უამრავი ხალხი მუშაობს საერთაშორისო სასამართლოებში, ჰააგასა და სტრასბურგში, მიმდინარეობს ასევე პროცესები, რომ მოხდეს ქართული მოსახლეობის ინტერესების დაცვა და რუსული აგრესიის დაგმობა. თუ ამ განცხადებებს, რომელსაც აკეთებს სალომე ზურაბიშვილი, გაიმეორებს როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეს ჩაითვლება ჩვენს ხარაკირად საერთაშორისო არენაზე. ეს უდიდეს დარტყმას მიაყენებს ჩვენს სამართალწარმოებას ჰააგაში და სტრასბურგში, ამიტომ ამის დაშვება არ შეიძლება. დიდი შანსია, რომ ეს საქმეები წავაგოთ. როდესაც პრეზიდენტი ამას გაიმეორებს, ეს იქნება თვითმკვლელობის მცდელობა, მთელი ჩვენი სამართლებრივი პროცესების, რაზეც ამდენი ხანია ვიღწვით, რათა დადგინდეს რუსული აგრესია“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ „ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არც ერთ პრეზიდენტს არ გააჩნია“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო