უეს მიტჩელი - სამწუხაროა, რომ ჩვენ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგაც ვერ გამოვიღვიძეთ - პუტინი საფრთხეა

ახლა დასავლეთში გამოიღვიძეს და ხვდებიან, რომ რუსეთი საფრთხეა. სამწუხაროა, რომ ვერ გამოვიღვიძეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელმა მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა. უეს მიტჩელმა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და ცივილიზებული სამყაროს მზაობაზე ისაუბრა.

"ადრე ამბობდნენ, რომ რუსეთი საფრთხეს არ წარმოადგენს. ახლა დასავლეთში გამოიღვიძეს და ამბობენ, რომ კი, რუსეთი სერიოზული საფრთხეა. სამწუხაროა, რომ ჩვენ რუსეთ- საქართველოს ომის შემდეგაც ვერ გამოვიღვიძეთ. ეს კი გახდა უკრაინაში ომის დაწყების წინაპირობა. დასავლეთმა გამოიღვიძა და მათ უკვე იციან, რომ რუსეთი სერიოზულად თამაშობს. არგუმენტი, რომ რუსეთი სუსტია, უნდა დავემშვიდობოთ. ასევე უნდა დავემშვიდობოთ იდეას, რომ რუსეთში ეკონომიკური სტაგნაცია რუსეთს ასუსტებს. პუტინი საფრთხეა და იგი ახორციელებს აგრესიას" , - განაცხადა უეს მიტჩელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა