დავით ზალკალიანი - ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ 2008 წელს საქართველოს მიმართ განხორციელდა აგრესია და ოკუპაცია

2008 წელს საქართველოს მიმართ რუსეთის მხრიდან განხორციელდა აგრესია და ოკუპაცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მუდმივად აცხადებს, რომ ეს იყო რუსეთის მხრიდან ოკუპაცია და აგრესია.

„2008 წელს საქართველოს მიმართ განხორციელდა აგრესია და საქართველოს ოკუპაცია, რომელიც გაცილებით ადრე დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ეს იყო ოკუპაცია და აგრესია, რომელიც დღესაც გრძელდება. უფრო მეტიც, ის არაკანონიერი ქმედება, რომელსაც რუსეთი ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არის ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი. ეს არის ჩვენი ცალსახად გაცხადებული ოფიციალური პოზიცია“, - განაცხადა ზალკალიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა