ესტონეთის პრეზიდენტი უეს მიტჩელს - თქვენ თქვით, რომ დასავლეთმა გამოიღვიძა, მაგრამ არ მგონია, რომ ევროპიდან დაგეთანხმოთ ამ შეფასებაში

თქვენ თქვით, რომ დასავლეთმა გამოიღვიძა, მაგრამ არ მგონია, რომ ევროპიდან დაგეთანხმოთ ამ შეფასებაში, - ამ სიტყვებით მიმართა ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდიმ ევროპის და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, უეს მიტჩელს თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე "მსოფლიო თავდაყირა 2018".

„ჩვენ გვიწევს რუსეთთან ბიზნესის კეთება. გარდა ამისა, ნახეთ რას ამბობენ პოპულისტი პარტიები - მათ არ აინტერესებთ ჩვენი ლიბერალ-დემოკრატიული ღირებულებები, რაც რუსებისთვის არის კარგი. ასე, რომ რაც გაკეთდა საქართველოს ომის შემდეგ, საკმარისი არ არის. ჩვენ ვთქვით, შევეცადოთ შევიტანოთ კერძო ბიზნესი საქართველოში, 3 თვე დასჭირდა ამას, მაგრამ მე არ ვამბობ, რომ არაფერი არ კეთდება", - განაცხადა კერსტი კალიულაიდიმ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელმა განაცხადა, რომ ახლა დასავლეთში გამოიღვიძეს და ხვდებიან, რომ რუსეთი საფრთხეა.

„ადრე ამბობდნენ, რომ რუსეთი საფრთხეს არ წარმოადგენს. ახლა დასავლეთში გამოიღვიძეს და ამბობენ, რომ კი, რუსეთი სერიოზული საფრთხეა. სამწუხაროა, რომ ჩვენ რუსეთ- საქართველოს ომის შემდეგაც ვერ გამოვიღვიძეთ. ეს კი გახდა უკრაინაში ომის დაწყების წინაპირობა. დასავლეთმა გამოიღვიძა და მათ უკვე იციან, რომ რუსეთი სერიოზულად თამაშობს. არგუმენტი, რომ რუსეთი სუსტია, უნდა დავემშვიდობოთ. ასევე უნდა დავემშვიდობოთ იდეას, რომ რუსეთში ეკონომიკური სტაგნაცია რუსეთს ასუსტებს. პუტინი საფრთხეა და იგი ახორციელებს აგრესიას" , - განაცხადა უეს მიტჩელმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს