მიხეილ ბატიაშვილი - ის სიტუაცია, რომელიც განათლების სამინისტროში დამხვდა, არ მაკმაყოფილებდა

პირობა დავდეთ, რომ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი სექტემბრის ბოლოს უნდა დავამთავროთ, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, აუდიტის დასკვნა გამოავლენს გრიფირების პროცესში არსებულ დარღვევებს, თუმცა სისტემური ხასიათის დარღვევები უკვე შესამჩნევია.

„პირობა დავდეთ, რომ წიგნების გრიფირების პროცესი სექტემბრის ბოლოს უნდა დავამთავროთ, თუმცა ამასთან დაკავშირებით ყოველდღიურად მოგვმართავენ ავტორები და გამომცემლები. გარდა წერილობითი მომართვებისა, ძალიან ხშირია შეხვედრებიც. ჩვენ მზად ვართ ყველასთან შესახვედრად. რამდენიმე ასეთი შეხვედრა გამომცემლებთან მე თავად მქონდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური, ჩემი მითითებით, პირველივე დღიდან არის ჩართული ამ პროცესში. აუდიტის დასკვნამ უნდა გვაჩვნოს რა დარღვევები იყო, თუმცა ახლავე გეუბნებით, რომ სისტემურ დარღვევებს ახლავე ვხედავთ. ამას პირველივე დღიდან ვამბობდით. არ შეიძლებოდა პროცესი მოგვეყვანა ბოლო წუთამდე. ბოლო დღეებში გაკეთებული საქმის არ მჯერა. ახლა გვიწევს ყოველდღიურ რეჟიმში ბრძოლა, იმისთვის, რომ სკოლებში შევიდეს 1-დან მე-6 კლასამდე წიგნები. ბევრი სტამბა, რომელიც წიგნებს ბეჭდავს, შეიძლება ითქვას, გმირობას სჩადის, რადგან 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ასეთ არანორმალურ პირობებში არ უნდა გვიწევდეს მუშაობა“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვა, განათლების სამინისტროში ბოლო დროს განხორციელებული საკადრო ცვლილებები ხომ არ არის დაკავშირებული წიგნების გრიფირების ხარვეზებთან, მინისტრმა უპასუხა, რომ ნებისმიერ საკითხში გამოვლენილ პრობლემას სამინისტრო სათანადოდ უპასუხებს და არ მოერიდება. მისივე თქმით, ის სიტუაცია, რომელიც მას სამინისტროში მოსვლისას დახვდა, არ აკმაყოფილებდა.

„დაველოდოთ აუდიტის დასკვნას. ვნახოთ, რა პრობლემები გამოვლინდება და შესაბამისად, ის ნაბიჯები იქნება გადადგმული, რომელსაც კანონი გვავალდებულებს. თუმცა თქვენ იცით, რომ ბევრი ცვლილება უკვე განვახორციელეთ. პრობლემები, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს არამარტო გრიფირების, არამედ ნებისმიერ საკითხში, მოადგილეების ნაწილში იქნება თუ სხვა სამსახურების, ამასაც არ მოვერიდებით. ის სიტუაცია, რაც მე დამხვდა, არ მაკმაყოფილებდა,“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა