„ალდაგი“ - სადაზღვევო კომპანია ქონებრივი რისკების დაზღვევის ბაზრის ლიდერია

სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ცნობით, 2018 წლის 6 თვის მონაცემებით, გამომუშავებული პრემიის მიხედვით, საქართველოს სადაზღვევო ბაზრის 33%-იან წილს ფლობს და ქონებრივი რისკების დაზღვევის ბაზრის ლიდერია.

„ავტოდაზღვევის მიმართულებით, ალდაგს ბაზრის 34% უჭირავს, ხოლო ქონების დაზღვევის მიმართულებით - 36%-ს ფლობს. 2018 წლის პირველი ნახევრის შედეგებით, ალდაგის მიერ ანაზღაურებული ზარალი 13.4 მილიონ ლარს შეადგენს.

2018 წელს სადაზღვევო კომპანია ალდაგი Global Brand Magazine -ის მიერ საქართველოში ავტოდაზღვევის საუკეთესო ბრენდად დასახელდა. ალდაგი უკვე 28 წელია, სტაბილურად ვითარდება და ქმნის ქართული დაზღვევის ისტორიას. Global Brand Awards მსოფლიო ლიდერი ბრენდების სხვადასხვა სფეროში დაჯილდოვებას ახდენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა