UNDP და შვედეთის მთავრობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისაკენ მიმართულ კამპანიას იწყებენ

13 სექტემბერს, გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის საელჩო საქართველოში სოციალური კამპანიის „თანასწორობა გვჭირდება“ მეორე ფაზას წარადგენენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაერო-ს განვითარების პროგრამიდან აცნობეს, ღონისძიების სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ კრეატიულ პერფორმანსში, რომელიც ქალების ეკონომიკური გაძლიერებისა და პროფესიული განვითარების უხილავ ბარიერებს წარმოაჩენს.

„მონაწილეებსა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ ულრიკ თიდესტრომი - შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში, მუნხტუია ალთანგერელი - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში, და ირინე ფრუიძე - საქართველოს პარლამენტისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

სოციალური კამპანია „თანასწორობა გვჭირდება“ 2017 დაიწყო და პირველ ეტაპზე ქალების პოლიტიკური ჩართულობის გაზრდას ისახავდა მიზნად. მისი მეორე ფაზა 2018-2019 წლებში მიმდინარეობს და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას ემსახურება. კამპანიის მიზანია პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ საქმიანობაში ქალების დაბალი ჩართულობის მიღმა არსებული სოციალური, ეკონომიკური თუ ინსტიტუციური მიზეზების შესახებ მსჯელობა და საჯარო დისკუსიების ხელშეწყობა.

თბილისში გამართული პრეზენტაციის შემდეგ, კამპანია „თანასწორობა გვჭირდება“ საქართველოს რეგიონებში გადაინაცვლებს.

სოციალური კამპანიის ინიციატორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მთავრობა, გენდერული თანასწორობისათვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა