მამუკა ბახტაძე IRI-ის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტს დანიელ თვინინგს შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა და სტუმრებმა ისაუბრეს საქართველოს, როგორც დასავლეთის პარტნიორ და დემოკრატიის საყრდენ ქვეყანაზე. ასევე საუბრის თემა იყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ჰუმანიტარული პრობლემები და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

შეხვედრაზე ისაუბრეს განათლების რეფორმაზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ განათლების სექტორის განვითარება უმთავრესი პრიორიტეტია და მთავრობის მიზანია, განათლების წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში ორნიშნა რიცხვს გაუტოლდეს.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება კვლავაც უზრუნველყოფს საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულ, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას და გამოთქვამს მზადყოფნას, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ამ პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლების და მესამე სექტორის ჩართულობას.

IRI-ს დელეგაცია საქართველოში მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა