ზალკალიანი აშშ-ის კონგრესში რეზოლუციაზე - ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ აშშ-სთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და არაღიარების პოლიტიკა არის ძალიან მკაფიო

ეს არის რეზოლუცია, რომელიც აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა მიერ არის ინიცირებული. მას უკვე აქვს რამდენიმე კონგრესმენის მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა იმედია მომავალშიც გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აშშ-ის კონგრესისთვის წარდგენილ რეზოლუციაზე, რომელიც გმობს სირიის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის" აღიარებას, საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ეს ფაქტობრივად გზავნილია ყველას მიმართ, ვინც კი შეეცდება ოკუპირებულ ტერიტორიებთან რაიმე სახის ურთიერთობა დაამყაროს.

„ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ეს ერთგვარად გაგრძელებაა იმის, რომ 2017-18 წლების ასიგნებათა აქტში, რომელიც საკანონმდებლო დოკუმენტია, არის მკაფიო ჩანაწერი არაღიარებასთან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ჩვენ გვაქვს აქტიური მხარდაჭერა და პრემიერის ვიზიტის ფარგლებში, ბუნებრივია საუბრის ერთ-ერთი მთავარი იქნება საქართველოს ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია.

არსებობს ასევე საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელიც ინიცირებულია და ძლიერი რეზოლუციაა. გარკვეული პროცედურებია საჭირო ამ რეზოლუციის გასასვლელად, რომელშიც საუბარია „ოთხოზორია -ტატუნაშვილის სიაზე“ და შესაძლო ფინანსურ შეზღუდვებზე იმ ადამიანებთან დაკავშირებით, ვინც მოხვედრილი არიან ამ სიაში“, - განაცხადა ზალკალიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა