საპატრიარქომ, ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტმა და „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ნარკოპოლიტიკის შესახებ დებულება შეიმუშავეს

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს შეცდომას, კონსტიტუციის მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ გამოხატა ხალხის საჯარო, საკონსტიტუციო ინტერესი. ჯერი ქვეყნის საპარლამენტო და სამთავრობო უწყებებზეა მოახდინონ ხალხის ინტერესების იურიდიული რეგულირება,- ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს, ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის და „დემოკრატიის და განვითარების ინსტიტუტის“ მიერ ნარკოპოლიტიკის შესახებ შემუშავებულ დებულებაშია საუბარი.

აღნიშნული დებულების პროექტი მიმართულია მთავრობის, პარლამენტის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციისადმი, რომელიც დღეს კონფერენციაზე „ნარკოპოლიტიკა საქართველოში გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება" მიიღეს.

„საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობა იმაზე, რომ მარიხუანას მოხმარება პიროვნების განვითარების ასპექტს წარმოადგენს, მცდარია. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს შეცდომას, კონსტიტუციის მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ გამოხატა ხალხის საჯარო, საკონსტიტუციო ინტერესი. ჯერი ქვეყნის საპარლამენტო და სამთავრობო უწყებებზეა, მოახდინონ ხალხის ინტერესების იურიდიული რეგულირება",- ნათქვამია დებულებაში.

დებულების თანახმად, აუცილებელია სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შესაბამის კონვენციებთან ჰარმონიაში მოიყვანს.

„მიზანშეწონილად მიგვაჩნია დაიწყოს მსჯელობა საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების ზემოთხსენებულ კონვენციებთან შესაბამისობაზე. ჩვენი ინიციატივაა, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს მკაცრ შემზღუდველ რეგულაციებს მარიხუანას მოხმარებასა და გავრცელებათან დაკავშირებით",- ნათქვამია დებულებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა