გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტებმა ავსტრიაში საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტებმა საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ვეტერინარული ვირუსოლოგიის კონგრესი ყოველწლიურად ავსტრიაში, ქალაქ ვენაში ტარდება. ლაბორატორიის სპეციალისტებმა სამეცნიერო აბსტრაქტი ვეტერინარული მედიცინის უნივერსიტეტში წარადგინეს.

შეხვედრის მიზანი იყო სამეცნიერო კვლევაში ვეტერინარული ვირუსოლოგიის საკითხზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების დისკუსიის უზრუნველყოფა, ქართული სტანდარტების ჩამოყალიბება-დანერგვის საკითხების განხილვა და მათი გაზიარება სამეცნიერო საზოგადოებასთან. ასევე, დარგის სპეციალობების მიხედვით ახალი ინფორმაციის მიღება და პროექტის შედეგების, მიზნებისა და სამომავლო საკითხების განხილვა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტები კონფერენციაზე აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიწვევით იმყოფებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა