პროკურატურა საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან მიმართებაში გამოძიებას აწარმოებს

პროკურატურა საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან მიმართებაში გამოძიებას აწარმოებს. „ინტერპრესნიუსს“ კალათბურთის ფედერაციასთან დაკავშირებული გამოძიების მიმდინარეობა უწყებაში დაუდასტურეს, მაგრამ დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

თუმცა, ცნობილი ხდება, რომ საქმე ფედერაციასა და ესპანურ საკალათბურთო კლუბ „ბასკონიას“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხება.

მაღალი რანგის საჯარო მოხელეთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის გაფლანგვისა და მითვისების ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, პროკურატურას ერთ-ერთი კალათბურთელის, ლუკა ბულაშვილის მამამ, ლევან ბულაშვილმა თებერვალში მიმართა.

„ბასკონიას” მიერ მომზადებულ ანგარიშში ლუკა ბულაშვილი სახელმწიფოსგან დაფინანსებულად იყო მოხსენიებული, მაშინ, როცა მისი სწავლის ღირებულება, 17 000 ევრო და ესპანეთში ცხოვრების პირველი წლის ხარჯები, 8 000 ევრო მამამისმა, ლევან ბულაშვილმა გადაიხადა.

კალათბურთის ფედერაციამ ესპანურ კლუბ „ბასკონიასთან” 5- წლიანი ხელშეკრულება 2014 წლის 24 სექტემბერს გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, ფედერაცია ამ წლების განმავლობაში კალათბურთის მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 15% ესპანეთში გზავნის. ცნობილია, რომ ფედერაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ხელშეკრულების ღირებულება 2,5 მილიონი ევროა. ამ თანხის სანაცვლოდ საქართველოში ყოველწლიურად ე.წ. საკალათბურთო „კემპი” იმართება, სადაც საუკეთესო ბავშვებს არჩევენ და საწვრთნელად ესპანეთში გზავნიან. ამავე თანხით ქართველი მწვრთნელებიც უნდა გადამზადდნენ ესპანეთში.

ხელშეკრულების თანახმად, თუ 2024 წლამდე “ბასკონიაში” გაგზავნილი ქართველი კალათბურთელები სხვა დიდ კლუბებთან პროფესიონალურ კონტრაქტს ხელს მოაწერენ, ქართული და ესპანური მხარეები სატრანსფერო თანხას თანაბრად გაიყოფენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა