ანა დოლიძე - ერთ დროს მონებით ვაჭრობაც დიდი შემოსავლების მომტანი იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ დღესაც ასე უნდა გავაგრძელოთ

მონათმფლობელობა და მონებით ვაჭრობაც ერთ დროს მოდაში იყო და დიდი შემოსავლების მომტანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ დღესაც ასე უნდა გავაგრძელოთ, - ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში განუცხადა, სადაც იგი მარიხუანას ლეგალიზაციის საკითხებზე მიმდინარე კონფერენციას ესწრებოდა. მისი თქმით, კანაფის წარმოება ქართულ იდენტობაზე დიდი დარტყმა იქნება, რომელიც ვაზზეა მიბმული.

„მე ამ შემთხვევაში კონფერენციას ვესწრები, როგორც მშობელი. მე, როგორც მშობელი, რომელმაც მიზანმიმართულად მივიღე გადაწყვეტილება, რომ აქ უნდა გავზარდო ჩემი შვილი, შეშფოთებული ვარ ამ გადაწყვეტილებით, რომ საქართველოში უნდა დაიწყოს კანაფის წარმოება, ვაზის წარმოების ნაცვლად. ეს ჯერ გააკეთეს რუსეთის იმპერიის დროს და არ მგონია, ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება, რომ იქ, სადაც დღეს ჩვენ ვახარებთ ვენახებს, ვიღაცამ გაახაროს კანაფი, რათა შემდეგ გაყიდოს. მონათმფლობელობა და მონებით ვაჭრობაც ერთ დროს მოდაში იყო და დიდი შემოსავლების მომტანი, მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ დღეს ეს ჩვენ უნდა გავაგრძელოთ. ეს გადაწყვეტილება იქნება დიდი კულტურული დარტყმა ქართველი ერის იდენტობაზე, რომელიც მიბმულია მიწაზე, ვაზზე და არ შეიძლება, რომ დღეს მივაბათ ისეთი კულტურის წარმოებაზე, როგორიც არის კანაფი“, – განაცხადა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს