თბილისი Argus Media-ს საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

სასტუმრო ,,ბილტმორში" კონფერენცია გაიხსნა, სახელწოდებით ,,Argus კასპიის შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი 2018", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რკინიგზიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, კონფერენციაზე მოხსენებით საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე გამოვიდა.

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიც არის: ტვირთების დინამიკა კასპიისა და შავი ზღვის რეგიონში; მულტიმოდალური საერთაშორისო დერეფნები, მათ შორის ე.წ. შუა დერეფანი და მისი შესაძლებლობები; ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი; ანაკლიისა და საქართველოს რკინიგზის ქსელთან მიერთების მონაკვეთი; სამხრეთ-დასავლეთის მარშრუტები; სატარიფო პოლიტიკის მოქნილობა და საკონტეინერო გადაზიდვების მზარდი ტენდენციები.

მომხსენებელთა შორის, საქართველოს რკინიგზის შვილობილი კომპანიების GR ტრანზიტისა და GR ლოგისტიკა და ტერმინალების ხელმძღვანელებიც იყვნენ. ღონისძიებას საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტის გარდა, ნავთობპროდუქტების, სატრანსპორტო ლოგისტიკური კომპანიების, ტერმინალების, გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ტრეიდერები დაესწრნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა