რიმა ბერაძემ ჩუღურეთის გამგებელთან ერთად გზის დაგების სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა რიმა ბერაძემ, რაიონის გამგებელთან, ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, ივერთუბანში გზის საფარის დაგების სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

როგორც დეპუტატმა განაცხადა, აღნიშნულის პარალელურად ინფრასტრუქტურული სამუშაო ზაქარია ჯორჯაძის ქუჩაზეც მიმდინარეობს.

„ჩვენ ვაგრძელებთ ჩუღურეთის ახალი უბნის- „ივერთუბნის“ განვითარებას. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ამ უბანში პერმანენტულად მიმდინარეობს. ,,ივერთუბანს'' განვითარების მაღალი პოტენციალი აქვს, რასაც ჩვენ ხელს აუცილებლად შევუწყობთ“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

ჯორჯაძის ქუჩაზე სამუშაოების დაწყება შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც კომპანიის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მიერ წყალარინების სისტემა მთლიანად გამოიცვალა.

„რაიონის გამგეობის მიერ ამ უბანში არაერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. წლის ბოლომდე კი კიდევ რამდენიმე ქუჩის მოპირკეთება იგეგმება“,- განაცხადა რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ.

სამუშაოების დასრულება მიმდინარე თვის ბოლოსაა დაგეგმილი. პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულებაც 160 000 ლარია, ასფალტის საფარი 2 700 კვადრატულ მეტრზე დაიგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო