კიევში „ქართული ლეგიონის“ პრესოფიცერი გარდაცვლილი იპოვეს

კიევში „ქართული ლეგიონის“ პრესოფიცერი ბარ ბონენი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„ისრაელის მოქალაქე ბარ ბონენი, რომელიც „ქართული ლეგიონის“ პრესოფიცრის თანამდებობას იკავებდა, კიევის საკუთარ ბინაში გარდაცვლილი აღმოაჩინეს. პოლიციის ოფიციალური ვერსია „თვითმკვლელობაა“.

ვწუხვართ მეგობრისა და თანამოაზრის გარდაცვალების გამო. ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება ობიექტური იქნება, ვინაიდან ბარი თავს არ მოიკლავდა. გამოძიების ვერსიას არაერთი ფაქტი ეწინააღმდეგება, ამიტომ სამართლიანობის იმედი გვაქვს“, - წერს მამულაშვილი.

იხილეთ ვიდეო: კიევში "ქართული ლეგიონის" პრესოფიცერი გარდაცვლილი იპოვეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა