სალომე ზურაბიშვილი - პრეზიდენტი არ უნდა ჩაერიოს პოლიტიკურ ჭიდილში

პრეზიდენტმა არ უნდა სცადოს და ჩაერიოს პოლიტიკურ ჭიდილში, - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბევრი საუბარია იმაზე, რომ პრეზიდენტის უფლებები იმდენად შემცირებულია ახალი კონსტიტუციით, რომ პრაქტიკულად არაფერს აღარ ნიშნავს, თუმცა პრეზიდენტობის კანდიდატი ბევრია.

„მაშინ რატომ არის 48 კანდიდატი თუ რამდენი, არ ვიცი... თურმე, საპრეზიდენტო ინსტიტუტი არის ფუნქციადაკარგული. ასე რომ ყოფილიყო, მე თქვენს წინაშე არ წარვსდგებოდი, იმიტომ, რომ ბევრი სხვა საქმე მაქვს. მე ეს არ მჯერა. ახალი კონსტიტუციით, რომლის მომზადებაში ვმონაწილეობდი პარლამენტიდან კომისიაში, კარგად ვიცი, რა შეიცვალა და რა არა. მართალია, სამართლებრივი კუთხით არის შეკვეცილი ზოგი უფლება, რაც ადრე პრეზიდენტს ეკუთვნოდა, მაგრამ მას რჩება ძალიან საინტერესო, ძალიან ბევრი - დავიწყოთ იმით, რომ მთავარსარდალია, რომელიც იცავს ქვეყნის სუვერენობასა და მის დამოუკიდებლობას.

კონსტიტუციით ასევე ის იცავს მოქალაქეების ყველა იმ უფლებას, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია ქვეყანასა და საზოგადოებაში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს არის დრო, უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა, რომელთაც დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა, აღიდგინოს საქართველოს მოქალაქეობა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არ არის საარჩევნოდ, იმიტომ, რომ არჩევნებისთვის არ მოესწრება. ეს არის ქვეყნის ინტერესი და ყველა იმ ადამიანის, რომლის დაკარგვის უფლება ჩვენ არ გვაქვს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, პრეზიდენტი ყველა თავისი შესაძლებლობით უნდა იცავდეს და ხელს უწყობდეს განვითარებას, ჯანსაღ ცხოვრებასა და განათლებას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს