სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების სერტიფიცირების შესახებ შეხვედრა გაიმართება

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით, ხვალ, სასტუმრო „რუმსში“ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების სერტიფიცირების შესახებ (გეოგაპი/GeoGAP) შეხვედრა გაიმართება, რომელსაც საქართველოში მოქმედი მასერტიფიცირებელი და საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლები, სურსათის უნვებლობის ექსპერტები და გეოგაპის საპილოტე ფერმერები დაესწრებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფერმერთა ასოციაციიდან აცნობეს, გეოგაპის მიზანია უვნებელი და მიკვლევადი ხილ-ბოსტნეულის მწარმოებელი ფერმერების სერტიფიცირება, რომლებიც უზრუნველყოფენ პროდუქციის მიღებასა და რეალიზაციას Geo GAP სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად ფერმერული მეურნეობის ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინებით.

მათივე ცნობით, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიზანია, მწარმოებლის სერტიფიცირების გზით, უზრუნველყოს ქვეყანაში პირველადი წარმოების პროდუქციის ხარისხის გაზრდა და შენარჩუნება. ასევე, სასურსათო უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესება. ის სტანდარტები, რომლის დანერგვასაც აპირებს ფერმერთა ასოციაცია, ძალიან დაეხმარება მცირე და საშუალო ფერმერებს პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებაში. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მათი პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე იყოს კონკურენტუნარიანი.

„ჩვენ გვინდა, რომ შევქმნათ ადგილობრივი სტანდარტი, რათა ფერმერებს თავიდანვე სტანდარტიზირებული პროდუქტი ჰქონდეთ. იმ შემთხვევაში თუ ფერმერები მოინდომებენ პროდუქციის ექსპორტზე გატანას, თანხვედრაში იყოს საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებთან“, - აღნიშნა ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (ხილ-ბოსტნეულის) პირველადი წარმოების ადგილობრივი სტანდარტი - გეოგაპი (GeoGAP) USAID-ის მხარდაჭერით პროექტ "ზრდა საქართველოში"-ს ფარგლებში შეიმუშავა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო