დავით უსუფაშვილი - მამუკა ბახტაძე იმ იმედით მოვიდა ხელისუფლებაში, რომ ეკონომიკას მარიხუანას ექსპორტით ააყვავებს?!

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი მთავრობის ინიციატივას, საერთაშორისო ბაზარზე გატანის მიზნით მარიხუანას წარმოების დაწყების შესახებ გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქვეყანაში მარიხუანას კულტივაცია რომ მოხდეს, ეს იქნება კატასტროფული შეცდომა. მისივე თქმით, მთავრობა ნარკომანიას უნდა ებრძოლოს.

"ბოლო ხანებში კიდევ უფრო პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა ამ ქვეყანაში და გუშინ ჩვენ მოვისმინეთ, რომ მარიხუანის კულტივაცია და წარმოება უნდა მოხდეს ეკონომიკური მიზნებით, როგორც სიმინდის, ლობიოსი და ჟოლოსი, ეს არის კატასტროფული შეცდომა. ამით ვერც ეკონომიკას გავაძლიერებთ და ვერც ნარკომანიას შევებრძოლებით, რადგან მოსახლეობის მხრიდან ეს შეიძლება აღქმული იყოს, როგორც ნარკოტიკის დაშვება. ყველაფერთან ერთად ამ ინიციატივით გამოდის შსს. ანუ როდიდან გახდა შსს ქვეყნის ეკონომიკასა და შემოსავლებზე მზრუნველი ორგანო?! მე მგონი პრემიერ-მინისტრმა კეთილი უნდა ინებოს და აგვიხსნას, ამის იმედით მოვიდა ხელისუფლებაში?! ეს არის ყოვლად მიუღებელი!", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბათუმში დღეს რამდენიმე შეხვედრა გამართა. ის ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ბათუმელ ახალგაზრდებთან შეხვედრას მართავს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს