ჩარიცხული აბიტურიენტების საკონკურსო ქულების როგორც საშუალო, ისე მაქსიმალური მაჩვენებლით, თსსუ სამედიცინო მიმართულებით პირველ ადგილს იკავებს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფორმაციით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაცემთა საფუძველზე ჩატარებული კვლევის შედეგად, ჩარიცხული აბიტურიენტების საკონკურსო ქულების როგორც საშუალო, ისე მაქსიმალური მაჩვენებლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ყველა სამედიცინო მიმართულების პროგრამის (მედიცინის, სტომატოლოგიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ფარმაციის, საექთნო საქმის) გათვალისწინებით, პირველ ადგილს იკავებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თსსუ-დან აცნობეს, სამედიცინო უნივერსიტეტი პირველ ადგილს როგორც სამედიცინო პროფილის უმაღლეს სასწავლებლებში, ისე მრავალპროფილური უნივერსიტეტების სამედიცინო პროგრამებზე ჩარიცხულთა მონაცემების მიხედვით იკავებს.

InterPressNews.Ge„გასათვალისწინებელია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი წელს უპრეცედენტოდ მაღალი იყო: დიპლომირებული მედიკოსის პროგრამაზე – 70%+1 საბუნებისმეტყველო საგნებში (ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა) და 65%+1 ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ზოგად უნარებსა და უცხოურ ენაში, ხოლო დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამაზე, დამატებით, 80%+1 ინგლისურ ენაში. მიუხედავად ამისა, საკონკურსო მაჩვენებელი, პირველადი განაცხადების რაოდენობაზე დაყრდნობით, ერთ ვაკანტურ ადგილზე, ყველა გამოცხადებულ პროგრამაზე, შეადგენდა 2.0595-ს. ამ მაჩვენებლით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ლიდერია საქართველოში აკრედიტებულ ყველა უმაღლეს სასწავლებელს შორის.

ასევე, საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სამედიცინო პროფილის მიმართულებებზე ჩარიცხულთა მაქსიმალური საკონკურსო ქულა - 2199,3 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტშია დაფიქსირებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ბმული

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს